დღეს აბიტურიენტები კვლავ ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ.
“პირველ სესიაზე განაწილებულთაგან ცენტრში გამოცხადდა 93%-ზე მეტი აბიტურიენტი.
ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. აბიტურიენტები ფრანგული, გერმანული და რუსული ენების გამოცდას ჩააბარებენ, ხოლო მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეები – ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე აზერბაიჯანული ენის გამოცდას”,_ აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.