საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
8 ოქტომბერს, ჩვენმა გუნდმა პოზნანში მეორე ვარჯიში გამართა. ადგილობრივი ლეხის ბაზაზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი გველესიანი. სავარჯიშო პროცესს გიორგი ლორია 9 ოქტომბრიდან შეუერთდება.
ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.