დღეს, სრულიად საქართველოში, მოკრძალებულად აღინიშნა ეროვნული სამოსის დღე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ რესპუბლიკაში, მეექვსე წელია, აღნიშნავენ ამ დღეს.
თეატრალურ მოედანზე, „ჭადრების ბაღში“, ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა, ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ზენაარის“ წევრებმა ჩვეული ჰარმონიულობით წარმოადგინეს სხავადასხვა პერფონმანსი. (ხელმძღვანელი მელის ნადირიძე).
_დიდი სიყვარულით და პატივისცემით მივულოცავ სრულიად საქართველოს ეროვნული სამოსის დღეს. წელს, ამ მოცემულობაში, როცა პანდემიაა, მოკრძალებულად ,თუმცა ლამაზად აღვნიშნავთ. ვულოცავთ ყველას, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემ.
ღონისძიება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის – განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
მსვლელობას, ქალაქის მაცხოვრებლები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ.