დედაქალაქის მერმა წინასაარჩევნო პერიოდში ერთ დღეში მერიაში 600 ადამიანი დაასაქმა.
მერიაში, გამგეობებსა და საქალაქო სამსახურებში დანიშნულ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანების უმეტესობას თბილისის მერზე ბევრად მაღალი ანაზღაურება აქვს.
უცნობია დასაქმებულთა ვინაობა და სტატუსი. ცნობილია რომ ერთ-ერთი მათგანის ანაზღაურება 5600 ლარს აჭარბებს.
ადამიანთა დასაქმების ფაქტს თბილისის მერი ადასტურებს. დავით ნარმანია აცხადებს, რომ ისინი შტატგარეშე თანამშრომლები არიან, თუმცა ნარმანია 600 პირის დასაქმების ვერც საჭიროებას და ვერც მაღალი ანაზღაურების აუცილებლობას ვერ ხსნის.