https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ერთ საგანში გაკვეთილების ჩატარებით ამხელა დანამატს მასწავლებელი არ უნდა იღებდეს!“

9:03; 11.03.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

„ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი-მასწავლებლის შიდა შეფასებისა და მისი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების ბაზაზე შექმნილი ჯგუფი“, – ეს ჩანაწერი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში არცთუ დიდი ხნის წინ გაჩნდა, თუმცა იმთავითვე ბევრი კითხვა წარმოშვა. ფაქტი ერთია – ხარისხის მართვის ჯგუფი აკვირდება ყველაფერს, რაც სასკოლო ცხოვრებაში ხდება და თავის დროზე, მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემაც აღნიშნა: „ჩვენ გვინდა, სკოლაში შეიქმნას ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობის ფორმატით დაესწრება გაკვეთილს. ეს დაგვეხმარება, პედაგოგი გახდეს უკეთესი. აღარ უნდა იყოს გარედაკვირვება და საბუთომანია. შეიძლება, მასწავლებელს საერთოდ არ ჰქონდეს გაკვეთილის გეგმა, მაგრამ უნდა შეძლოს მოსწავლის გაკვეთილით დაინტერესება. ეს არის მთავარი. მე მაინტერესებს, შეძლო თუ არა მოსწავლემ გაკვეთილის გააზრება. ჩვენი ორიენტაცია არის შედეგზე“.

წესით, ეს ჯგუფი სკოლებში სასწავლო წლის დასაწყისშივე უნდა შექმნილიყო, მაგრამ საბოლოდ, რა შედეგზე გავა საქართველოს საგანმანათლებლო სფერო, არავინ იცის. შეიქმნა თუ არა ხარისხის მართვის ჯგუფები სკოლებში და კონკრეტულად რა მოეთხოვება მათ; არის თუ არა ანაზღაურებადი მისი წევრობა და რამდენად ობიექტურად აკომპლექტებს სკოლის დირექტორი? – ამ კითხვებით ეტალონი.გე-მ მასწავლებლის სახლის დირექტორს, ბერიკა შუკაკიძეს მიმართა.

– ხარისხის მართვის ჯგუფის შექმნა, თავიდან ბოლომდე, სკოლის გადაწყვეტილებაა, რომელიც საკუთარი საჭიროების მიხედვით უნდა მიიღოს. ხარისხის მართვის მართვის ჯგუფს არ აქვს დასჯის მექანიზმი, ის მხოლოდ აფასებს და მასწავლებელსაც ვერაფრით დააზარალებს.

– თუ არანაირი ბერკეტი არ გააჩნია და ქმედით ნაბიჯებს ვერ გადადგამს, მაშინ რა საჭიროა ამ ჯგუფის შექმნა?

– პოლიცია ხომ არ ვართ? ხარისხის მართვის ჯგუფმა რომც მოინდომოს, ვერავის დასჯის, რადგან ეს არსად წერია. მისი შექმნის იდეას ორი ბუნება აქვს: ერთი – დაეხმაროს სკოლას ავტორიზაციაში; მოგეხსენებათ, ახლა იწყება სკოლების ავტორიზაცია, უზარმაზარი კითხვარებია შესავსები და შემდეგ სკოლებში უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა სწავლა-სწავლებაში, დისციპლინაში, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაში… 1500-ბავშვიან სკოლაში ამ ყველაფერს დირექტორი ხომ ვერ გააკეთებს? – ხარისხის მართვის ჯგუფი არის შუამავალი, დამხმარე ადმინისტრაციისთვის, რათა მან უკეთ მართოს სკოლა.

ახლა რაც შეეხება მასწავლებლებს: ახალი სქემის მიხედვით მათ უნდა გაიარონ პროფესიული განვითარება და სწორედ ამის დადგენაში ეხმარება ხარისხის მართვის ჯგუფი; გარდა ამისა, ვინ უნდა შექმნას სასკოლო სასწავლო გეგმა? – ხარისხის მართვისა და თანამშრომლობის ჯგუფმა კათედრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა შეკრიბოს და შეიქმნას საზოგადოების საჭიროებაზე მორგებული სასკოლო სასწავლო გეგმა. აქედან გამომდინარე, ხარისხის მართვის ჯგუფი ეხმარება დირექტორს სკოლის მართვაში, ავტორიზაციის პროცესში; მასწავლებელს ეხმარება პროფესიული საჭიროების დადგენაში და მესამე – ეხმარება სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენაში, რომელიც მორგებულია კონკრეტულ სასკოლო საზოგადოებაზე.

– ანაზღაურებადია ამ ჯგუფის წევრობა, ბატონო ბერიკა?

– მუდმივად ისმის, რომ მენტორი, წამყვანი, უფროსი მასწავლებლები იღებენ დანამატს, მაგრამ მხოლოდ გაკვეთილებს ატარებენ და არ მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ, 1250 ლარს იღებს მასწავლებელი დანამატის სახით და ატარებს 15 გაკვეთილს! არადა მისი მოვალეობა უნდა იყოს სკოლის მართვაში მონაწილეობა. ერთ საგანში გაკვეთილების ჩატარებით ამხელა დანამატს მასწავლებელი არ უნდა იღებდეს! მაშინ რა ქნას დირექტორმა, რომელსაც სტატუსიანი მასწავლებლის ხელფასის ნახევარი აქვს და ამხელა პასუხისმგებლობა?

– ანუ, ხარისხის ჯგუფის წევრობა ანაზღაურებადი არ არის, რადგან მიგაჩნიათ, რომ მასწავლებლები ისედაც მაღალ ხელფასს იღებენ და პასუხისმგებლობა თუ საქმე, ენთუზიაზმის საფუძველზე უნდა დაიმატონ?

– არა, ანაზღაურებადი არ არის, თუმცა სამომავლოდ, ამ მხრივ, შესაძლოა რაღაცეები შეიცვალოს. სკოლის გადასაწყვეტია, იმის მიხედვით, რამდენად კარგად წარმოაჩენს ეს ჯგუფი თავს და რამდენად საჭირო იქნება სკოლისთვის.

– ბატონო ბერიკა, კრედიტებზეც გკითხავთ – იყო შემთხვევა, როდესაც პედაგოგმა, გასაჩივრების შემდეგ, 0-დან 4 კრედიტი მიიღო. აქ ავტომატურად ეჭვქვეშ დგება შეფასების ჯგუფის ობიექტურობა და კომპეტენტურობაც კი, არ მეთანხმებით?

– უნდა ვაღიაროთ, კრედიტებისა და შეფასების ჯგუფის მუშაობამ ვერ გაამართლა მოლოდინი. მართლაც გაურკვეველია, რაში იღებდნენ მასწავლებლები კრედიტებს და სწორედ ამიტომ გავაუქმეთ ეს სისტემა – კრედიტების მინჭება-არმინიჭება სადავო იყო და ბუნდოვანი.

– იმასაც გსაყვედურობენ – ბერიკა შუკაკიძემ მოიფიქრა კრედიტები და ახლა აუქმებსო…

– მე არაფერი მომიგონია და კრედიტებთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს; კრედიტები როდესაც გაჩნდა, მაშინ ამ თანამდებობაზე არ ვმუშაობდი!

– მასწავლებლისთვის სავალდებულო აქტივობები ხომ თქვენი მოგონილია. რა მოხდება თუ პედაგოგი არც გარედაკვირვებას გაივლის და არც ტრენინგებს დაესწრება?

– სტატუსს ვერ ჩამოვართმევთ – ის მუდმივია. ძალიან მარტივია, უფროს მასწავლებელს ევალება, გაიაროს 20-საათიანი ტრენინგი, წამყვანს 12 , მენტორს კი 8.

– გასაგებია, მაგრამ ამას თუ პრინციპულად ეწინააღმდეგება? არ უნდა ტრენინგებზე დასწრება – ურჩობს!

– რას ჰქვია, არ უნდა გადამზადება?! კარაქიანი პური ჭამოთ ან არ ჭამოთ – შეგიძლიათ, იურჩოთ სახლში, მაგრამ წარმოუდგენელია, გადამზადება არ უნდოდეს ინკულზიაში, კვლევაში, საგნის სწავლების მეთოდიკაში… თუ ტრენინგები არ უნდა, მაშინ როგორ უნდა განვითარდეს?! არ უნდა! – ასე არ არის. შემდეგ უკვე სკოლის დირექტორმა გადაწყვიტოს, ასეთი მასწავლებელი სკოლაში უნდა თუ არა!

– პრაქტიკოსების გამოცდაზე რეგისტრაცია უკვე გამოცხადდა. კიდევ ხომ არ იგეგმება გარკვეული შეღავათები იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც ტესტს ვერ გაივლიან?

– ეს ბოლო შანსია. ფაქტია – სქემაში ეს ადამიანები აღარ არსებობენ და ბუნებრივია, მხოლოდ ამ ბოლო გამოცდით შეუძლიათ აიმაღლონ კომპეტენცია.

– თავდასხმების ობიექტი ხშირად ხდებით… ოლიმპიურ სიმშვიდესაც ინარჩუნებთ, მაგრამ ალბათ გწყინთ, მასწავლებლების საყვედურები.

– სიმართლე ისაა, რომ რასაც ვაცხადებთ, ეფუძნება კვლევებს. ახლაც ჩვენმა ჯგუფმა დაამუშავა 5 კვლევა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების შესახებ; გამოვკითხეთ 1 863 სკოლის დირექტორი, თუ რა საჭიროებები აქვთ პედაგოგებს; ვაპირებთ შევისწავლოთ, მასწავლებლების პროფესიული საჭიროებისა და განვითარების სურვილი… როდის შევშფოთდებოდი, იცით? როცა რამეს გავაკეთებდი მხოლოდ საკუთარი მოსაზრების მიხედვით და მას არ ექნებოდა მყარი საფუძველი. ძველი სქემის კვლევა ჩავატარეთ , ვნახეთ რა არ მუშაობდა და რა აშორებდა მასწავლებლებს საკლასო ოთახს – სქემიდან ყველაფერი ამოვიღეთ.

რაც შეეხება სიმშვიდეს – საჯარო მოხელეს აქვს თმენის მაღალი ვალდებულება. პირველად არ ვარ საჯარო მოხელე და ეს კარგად ვიცი. ხშირად უწმაწური სიტყვებითაც გავულანძღივარ, ზოგი ჰალსტუხიან პეპელას მიწოდებს… რას ვიზამთ, ადამიანები არიან, ერთობიან… რა უჭირს მერე? მე კი ბევრი საქმე მაქვს. ზოგი გაბრაზებულია, ზოგს ოჯახში აქვს პრობლემა და ჩემზე იყრიან ჯავრს, მაგრამ ეს არაფერია იმ მადლობებთან შედარებით, რასაც ყოველდღიურად ვიღებ.

– მადლობის რა მოგახსენოთ, მაგრამ იმას კი ხშირად იმეორებენ – ტრენინგები იმისთვის დააწესეს, ტრენერებმა თანხები ჩაიჯიბონ, ჩვენ კი გვაწვალებენო.

– მასწავლებლის სახლი ტრენინგებში არანაირ შემოსავალს არ იღებს. პირიქით, ჩვენ სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხებს ვხარჯავთ. რაც შეეხება სამომავლოდ, ტრენინგებს მხოლოდ მასწავლებლის სახლი არ ჩაატარებს და ჩაატარებენ სხვა პროვაიდერები.

– კერძო პროვაიდერები თუ ჩაატარებენ, ეს ნიშნავს, რომ პედაგოგებისთვის ტრენინგები ფასიანი ხდება?

– სახელმწიფოს თუ ექნება საშუალება, გამოყოს ვაუჩერი და მასწავლებელი ამ ვაუჩერით იმ პროვაიდერთან წავიდეს, რომელიც უნდა, კარგი იქნება. ვცდილობ, ვეძებ დონორებს, რათა სახელმწიფოსაც არაფერი არ დაუჯდეს, არც მასწავლებელმა გადაიხადოს თანხა და თუ ამაზეც გამლანძღავენ, გამლანძღონ, არ დავეძებ.

– ამბობენ, მასწავლებლების გამოცდებმა მოჭამა თავიო. გაუქმებას ხომ არ აპირებთ?

– სერტიფიცირების გამოცდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია; სერტიფიცირება არის საშუალება, დავადგინოთ მასწავლებლის კომპეტენცია, როგორც საგნის, ასევე საგნობრივი მეთოდიკის მიმართულებით. ასე რომ, გამოცდების გაუქმებას არ ვგეგმავთ.

წყარო: etaloni.ge

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026

არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა _ ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს

ტელევიზიაში აპირებთ შემოჭრას? ომი გინდათ? არ შემოგიშვებთ! – ინგა გრიგოლია

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო