ზღვისპირა კურორტ შეკვეთილში საქართველოს კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა 54 მაკეტი ორ ჰექტარ მიწის ფართობზეა განლაგებული.
პარკის დირექტორის ნინო ჩხაიძის თქმით, ბოლოს დაიდგა ვარძიის მაკეტი და ამით დასრულდა ამ ეტაპზე მინიატურების შევსება.
“ჯერჯერობით, საქმის კურში არ ვართ, თუ მოხდება სხვა მინიატურების დამატება. 2 ჰექტარზე არის გაშენებული და 10 000 000 პროექტია“, _ამბობს ნინო ჩხაიძე.
მისივე თქმით, პარკში ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება.