ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა, – ეს განცხადება პროკურორმა ამირან გულუაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე გააკეთა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ერთადერთი მიზეზი და საფუძველი, რის გამოც მოხდა ამ პროცედურის ინიცირება ხორციელდება, არის ის , რომ ნიკა მელიას არ სურს მასზე დაკისრებული გირაოს გადახდა, სხვა სამართლებრივი მოცემულობა ამ საკითხს არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა დაიწყო.
“ქართულ ოცნებას” პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს კიდევ ერთხელ მოუხსნის და პროკურატურას მის დასაკავებლად გზას გაუხსნის.