ნარკოტიკი-ქიმიური ნაერთია, რომელსაც საზოგადოების ნაწილი, უმეტესად კი ახალგაზრდები, სხვადასხვა მიზნით იყენებენ.
ბოლო დღეებში, საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებს, ნებისმიერი სახის ნარკოტიკს შეუძლია მომაკვდინებელი შედეგის მოტანა. გამოსავალი კი ნარკოტიკულ ნივთიერებაზე უარის თქმაა.
„არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სოცოცხლის დაკარგვა. ამიტომ ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ არ მიიღონ ეს საშინელება, არ მიიღონ ეს შხამი. ერთადერთი გზა არის მოხმარების და მიწოდების შემცირება, იმისათვის რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ თავიდან“,_ამბობს სერგეენკო.