ჩოხატაურში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთი უბნის მცხოვრებლები _ 47 წლის ნოე და 66 წლის კაკო სიხარულიძეები.
“დასაცოდავდა უბანი, ერთ დღისთვის კი არა ერთ საუკუნისთვისაც კი ბევრია
როგორი ნოე… და როგორი კაკო…
ასეთ დროს სიტყვების პოვნა ძნელი კი არაა, საერთოდ არ ეძებ.
ღმერთო, გევედრები საუკუნო სასუფეველი დაუმკვიდრე მათ უკვდავ სულებს”, _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე.