“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, თბილისში, ივერთუბნის დასახლების მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩაზე მდებარე რესტორანში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„რესტორანში იყო ხანძარი, არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.































































