მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ავტომობილი დაწვეს. Aktual.ge-ის მიერ მიღებული ინფორმაციით, შემთხვევა 22 ოქტომბრის საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს წევრებმა ავტომობილის მფლობელისგან 50 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ, 22 ოქტომბრის საღამოს, მისი კუთვნილი „Ford Sprinter“ მარკის ავტომობილი დაწვეს, რის შედეგადაც მანქანა სრულად განადგურდა.




































































