თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ კოდაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ერთ-ერთი მანქანა აალდა და ქალი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: inforustavi