| წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტში გაგაცნობთ ბარბარე ბარამიძეს
ბარბარე განსაკუთრებული სამყაროს პატარა მოქალაქეა – მას დაუდგინდა აუტიზმი. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი პატარა დეტალია მის უსასრულო და საოცრად ფერად სამყაროში. ის ყოველდღე გვახსენებს, რომ განსხვავებულობა სილამაზეა — როცა სიყვარულით, თანაგრძნობითა და მოთმინებით ვუყურებთ სამყაროს, ვხედავთ, როგორი უნიკალური და საოცარია თითოეული ბავშვი თავისი ოცნებებითა და შესაძლებლობებით. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციაა – „ქალები ქალებისთვის – საინიციატივო შეხვედრები გურიაში“ პროექტის მხარდამჭერები არიან – ბახვი ჰესი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა. |
Developed By Web Features 2025 © All rights reserved





































































