“ერთეული შემთხვევები გვაქვს ასეთი ტრაგიკული. სამწუხაროა, რომ ერთეული არის, მაგრამ, ერთეული შემთხვევები გვაქვს, _ ასე გამოეხმაურა რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი.
“ვიღაცა რომ ითხოვს რაღაცა მეტს, ანუ მეტ დაპირისპირებას, მეტ დაპირისპირებას მოჰყვება მეტი ესკალაცია სიტუაციის. ეს ესკალაცია სიტუაციის რა უმართავ პროცესებში გადაიზრდება, ამაზე ვინმე აგებს პასუხს დღევანდელი ოპოზიციიდან?! მათი ქმედებების შედეგი იყო, სამწუხაროდ, ის, რაც საქართველოს აგრესიის შედეგად მოუვიდა”. _ თქვა ქადაგიშვილმა.