არგენტინის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სამშობლოში ჩასულ ფეხბურთელებს მილიონობით არგენტინელი ქუჩაში დახვდა, თუმცა საყოველთაო ზეიმს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ DailyMail წერს.
როგორც გამოცემა წერს, არგენტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ზეიმის დროს დაშავებული ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე კომაშია 5 წლის ბავშვი.
DailyMail-ის ინფორმაციით, ბუენოს–აირესის ქუჩებში მიმდინარე სახალხო შეკრების დროს ათეულობით ადამიანი დაშავდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთ–ერთი გულშემატკივრის მცდელობა ფეხბურთელების ავტობუსში ხიდიდან ჩამხტარიყო მძიმე დაზიანებით დასრულდა, ის ავტობუსიდან გადავარდა. ინტერნეტში ინციდენტის ამსახეველი ვიდეო გავრცელდა
მოგვიანებით, ბუენოს–აირესის პოლიციამ ფეხბურთელები უსაფრთხოების მიზნით ავტობუსიდან ვერტმფრენში გადაიყვანეს. საზეიმოდ გამოსული გულშემატკივრები პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და ხელკეტების გამოყენებით დაშალა.
ცნობისთვის, ფეხბურთის სამყაროში მსგავსი შემთხვევები ახალი არ არის. 2018 წელს, როდესაც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, პარიზში პოლიციას გულშემატკივრების წინააღმდეგ ასევე ძალის გამოყენება მოუწია.
ავტორი