მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გორი – რუისის მონაკვეთზე. ერთი პირი დაიღუპა და ოთხი მსუბუქად დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაიწყო.