როგორც უკვე ვწერდით, გუშინ, 23 თებერვალს, ბახმაროში უცხოელი ტურისტი დაიღუპა.
ამ წუთისთვის “გურია ნიუსისთვის” დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი _ როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, მამაკაცი ახალი ჩამოსული იყო ჩოხატაურში.
“52 წლისაა მამაკაცია, რომელიც ბახმაროში დასასვენებლად ერთი დღის ჩამოსული იყო. მთაში ავიდა და უცებ შეუძლოდ გამხდარა. სამწუხაროდ, ადგილზე დაიღუპა. პირველადი ინფორმაცით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა”,_ ამბობენ ადგილობრივები.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმაც დაუდასტურა _ შოთა გიორგაძის თქმით, გერმანელი ტურისტის ცხედარი ამ დროისთვის, ბათუმის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ავტორი