ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, დროებითი სამშენებლო საამქროს მაუბუქი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ათი თანამშრომელი დაშავდა. მათ შორის არის, როგორც საქართველოს ასევე, ჩინეთის მოქალაქეები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი და ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი. დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურისა და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში.
ამ ეტაპზე არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
[sexy_author_bio]