ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
როგორც ირკვევა, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია. რაც შეეხება დაშავებულს, იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი