სამტრედიაში ავარიის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
თვითმხილველების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე ასაკის, ადგილობრივი მკვიდრი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დაშავებულს, 25 წლამდე მამაკაცს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
რა გახდა ავარიის მიზეზი, უცნობია.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.




































































