„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში, ქვიტირთან, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
წყაროს ცნობით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ირკვევა, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.































































