ცოტა ხნის წინ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ადგილიდან „გურია ნიუსს“ აცნობეს, ერთმანეთის ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
თვითმხილველის ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გაარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები ამ დროისთვის სასწრაფ-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
მათი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი