ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
თვითმხილველების ცნობით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, იმავე მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, ორივე კი ტრაილერს.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების შეფასებით, დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი