“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა მოხდა ქუთაისში. ბასრი საგნით ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს.
მკვლელობა ავტოქარხნის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩაზე მოხდა.
“ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.
როგორც “ინფო იმერეთს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 19-109 მუხლით დაიწყო.
ბრალდებული დაკავებულია.






























































