“ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ოცნებას ტვინი გადაუბრუნდა, ჩართო ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და პირველად საქარველოს ისტორიაში შექმნეს დამოუკიდებელი სასამართლო.
შიგნით კი ისეთი კომპეტენციის ცენტრები, შეიყვანონ საბჭოში და სასამართლოში, რომელზეც წარმოუდგენელია ნებისმიერმა ტიპის ზეწოლა. მერე კი იმაზეც შეთანხმდნენ რომ სასამართლო ხელშეუხებელია და ყველამ ერთად ვეცადოთ ყველაფრის მიუხედავად, რაღაც საერთო გვქონდეს ქართველებს და ავაშენეთ დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ესეთი არ მახსენდება უახლოეს წლებში და როგორ შეიძლება ქვეყანა გვერქვას? მინდა ასეთი დამოკიდებულებებით ოპოზიცია, ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი, მოვესწრებით?” _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი წულაია.