ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის მკვიდრი მირანდა ღლონტი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს დახმარებას სთხოვს.
“მივმართავ თხოვნით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. თავის დროზე, როცა სტიქიამ (კერძოდ ქარმა) სახლის სახურავი 4-ჯერ დამიზიანა არავინ გამიწია დახმარება. ახლა გთხოვთ ვინმე იქნებ გამოგზავნოთ სახლის სახურავი თოვლის საფარისგან რო გაატავისუფლოს.ერთი წვიმა და მთელი სახურავი ჩამოინგრევა. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და იქნებ დამეხმაროთ.” _ წერს სოციალურ ქსელში ღლონტი.
ხელისუფლების მხრიდან რეაგირების შესახებ ინფორმაციას ჩვენს მკითხველს დილით მივაწოდებთ.
შეგახსენებთ, რომ მეოთხე დღეა გურიაში გადაუღებლად თოვს.