უახლოეს დღეებში უცხოური გავლენების აგენტების შესახებ კანონის გასაპროტესტებლად მასშტაბური აქცია იგეგმება,_ ამის შესახებ განცხადება “ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
“თქვენ ნახეთ, რომ დღეს კანონპროექტი ფაქტობრივად მიმდინარეობს ძალადობრივი განხილვის რეჟიმში. ფაქტია, რომ ძალადობას აქვს ადგილი იქ, სადაც არ გამოხატავს პროცესი ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას.
მინდა საზოგადოებას მივმართო, მხოლოდ მტკიცე და ერთიანი ბრძოლით შევძლებთ ჩვენ ამის გაჩერებას. დიდი მადლობა უამრავ ადამიანს, ვინც დღეს დილით ადრე პარლამენტის შენობასთან მოვიდა, თქვენ იცით, რომ უახლოეს დღეებში ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას, დღეს გაიმართება კონსულტაციები დამატებით, ჩვენ გაცნობებთ თარიღს და იმედი მაქვს, რომ ყველა ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს გასაბჭოება არ უნდა დაუშვას, შემოუერთდება საპროტესტო ტალღას”, _ თქვა სალომე სამადაშვილმა.