გმირთა მემორიალთან ერთმანეთს “ლექსუსისა” და “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.


































































