ერთი პოლიციელი დაიღუპა და ორი მძიმედ დაიჭრა, გვიან ღამით ელისეის სასახლესთან მომხდარი სროლის შედეგად .
თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე მოკლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. საფრანგეთის დროით 21 საათზე მსუბუქი ავტომობილი პოლიციის ავტობუსის გვერდით გაჩერდა. მანქანიდან შეიარაღებული მამაკაცი გადმოვიდა და კალაშნიკოვის ტიპის იარაღიდან სამართლდამცველების მიმართულებით სროლა დაიწყო.
ერთი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა , რის შემდეგაც თავდამსხმელმა გაქცევა სცადა. რამდენიმე წუთში სამართლდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს.
პარიზის მთავარი პოროკურორის ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია და მას ძალოვანი უწყება მანამდე არ დაასახელებს, ვიდრე არ გაირკვევა, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები. თავდამსხმელის სახლში მთელი ღამე პოლიციელები მუშაობდნენ.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 39 წლის საფრანგეთის მოქალაქეა,რომელიც სამართალდამცველებისთვის ადრეც იყო ცნობილი. საფრანგეთის პრეზიდენტმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.
1tv.ge