თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძრის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
კიევის ქუჩაზე ხანძარი საცხოვრებლის სახურავსა და მეორე სართულზე გაჩნდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სასტუმროდ იყო გადაკეთებული და ხანძრის დროს შენობაში უცხოელი ტურისტები იმყოფებოდნენ.
ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია 200 კვ.მ ფართობი. ამ დროისთვის, ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე ექვსი სახანძრო ჯგუფი მუშაობს.