“ერთი ღმერთი გვყავს ამ ქვეყანაზე და უნდა ვიყოთ ერთად”, _ ეს განცხადება “გურია ნიუსთან” ბუკნარის მკვიდრმა მერი ლომთათიძემ გააკეთა. ქალბატონი მერის თხოვნაა, ჟურნალისტებმა ობიექტურად გააშუქონ მიმდინარე პროცესები.
“გთხოვთ მოვლენები გააშუქოთ ობიექტურად. ერთი ღმერთი გვყავს ამ ნათხოვარ ქვეყანაზე და ჩვენ უნდა ვიცხოვროდ ერთად. ეს ყველაფერი ინფორმაციის არასწორად გაშუქების ბრალია. მე ასაკოვანი ქალი გეუბნებით ამას. ერთად ვიყავით სულ და უნდა ვიყოთ ერთად. _ გვითხრა ქალბატონმა მერიმ და გაიხსენა სოფელში გაჩენილი ხანძარი, რომლის ჩაქრობას მთელი სოფელი ერთად ცდილობდა.