შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა, ხუთშაბათს ჩოხატაურში, იოაკიმე და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს თქვა, რომ ის ადამიანები ვინც ვერ შეძლებენ სააღდგომო ლიტურგიის დროს მივიდნენ ეკლესია-მონასტრებში, შეეძლებათ ერთი კვირის განმავლობაში ეზიარონ.
“შეგიძლიათ დარჩეთ სახლში თუ რამე დაავადება გჭირთ, ან გეშინიათ, მერე რა, მეც მეშინია, იცით? ვერ გეტყვით, რომ არ მეშინია, მაგრამ ღმერთის უფრო მეშინია, ვიდრე ამ ვირუსის. რომც დამემართოს კორონა ვირუსი რა პრობლემაა, რა ვიცი, შეიძლება ქუჩაში დამემართოს, შეიძლება სუპერ მარკეტში ისეთი ამბებია ეკლესია მონაგონია. ნებისმიერ ადგილას შეიძლება დამემართოს კორონავირუსი, რა ვქნა, თუ ღვთის ნებაა, დამემართება, თუ არაა ღვთის ნება-არ დამემართება. ვაჟკაცობა, რომ მე ვირუსი არ დამემართება, არ შეიძლება. პირიქით, შეიძლება უფრო დაგემართოს. თავმდაბლობით მივიდეთ უფალთან და ვთხოვოთ, უფალო, შემაძლებინე აღდგომის ღამეს თაყვანი გცე და მოვიდე შენს წმინდა ტაძარში. თუ ვერ მოხვალთ, არც ესაა პრობლემა. ერთი კვირის მანძილზე თქვენ შეგიძლიათ ეზიაროთ. ვერც იმას გეტყვით, არ მოხვიდეო, არც იმას გეტყვით – მოდიო. თქვენი გადასაწყვეტია. მე აუცილებლად მოვალ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენსავით მეც მეშინია, იმიტომ რომ უამრავი ადამიანია, ვინც გარდაიცვალა და ძალიან დიდი პრობლემებია მსოფლიოში,”_ თქვა ქადაგების დროს მეუფე იოსებმა.