22 თებერვალს თბილისში მძლეოსნობის სასახლემ საქართველოს ღია, ახალგაზრდულ ჩემპიონატს ( 2004 – 2006 წწ. დაბადებულთა შორის) მძლეოსნობაში უმასპინძლა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზა.
პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული ბადროს ტყორცნაში ქეთი მამალაძემ აიღო, ხოლო მესამე ადგილსა და ბრინჯაოს მედალს, 3000 მ. რბენაში ნიკა თორდია დაეუფლა.
ჩემპიონატზე კარგად იასპარზეს, მაგრამ საპრიზო ადგილების გარეშე დარჩნენ : ანანო ცინცაძე( ბირთვის კვრა) , თამუნა მახარაძე ( ბადროს ტყორცნა) , მერაბ მახარაძე ( 800 მ. რბენა) , ლაშა ტუღუში ( 60მ. რბენა)
გუნდი შეჯიბრისთვის მარინა კოტრიკაძემ მოამზადა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2021 წ. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 18 წლამდელთა შორის 2004 – 2006 წწ. დაბადებული სპორტსმენები იასპარეზებენ.
ხსენებული სპორტული ღონისძიება კი დიდი სტიმულია, იმისა, რომ ოზურგეთელი სპორტსმენები ორმაგი დატვირთვითა და დიდი შემართებით მოემზადონ და საუკეთესოდ იასპარეზონ პრესტიჟულ ჩემოიონატზე.