“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმუარა, სადაც თქვა, რომ ირაკლი კობახიძეს პირადად დაურეკავდა ათის ხუთ წუთზე.
კობახიძის თქმით, მელიამ მასთან დარეკვა ვერ გაბედა.
“რომ გაემარჯვა დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა. ის რომ ყოფილიყო კაცი, თავიდანვე იტყოდა, რომ წაგების შემთხვევაში, მაგალითად, დატოვებდა მანდატს, მაგრამ ვერ გაბედა. რატომ ვერ გაბედა? იმიტომ, რომ იცოდა წააგებდა“.