ერთი ცნობილი ფილმისა არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში გააკეთა.
წულუკიანის თქმით, ოპოზიციას არჩევნებისთვის მზადება შეთავაზებული მოდელით მოუწევთ.
“ან შედეგით დასრულდება და ისინი ჩვენს შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და ბოლომდე იქნებიან მოქმედი მოდელის ფარგლებში და მოუწევთ, რომ ერთი ცნობილი ფილმისა არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული, უბარიერო სისტემა და ამ მოდელის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მომზადება,”- განაცხადა წულუკიანმა.