“ახალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი და გურიის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, პაატა მანჯგალაძე, “გურია ნიუსთან“ ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. “ოზურგეთის საკრებულოში არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არიან ივანიშვილთან და მის ნათესავებთან. მათ შორისაა საკრებულოს თავჯდომარე დარჩია, რომელიც, მართალია, წყნარი და მშვიდი ადამიანია. მისი დამსახურება მხოლოდ ისაა, რომ ივანიშვილის ჯგუფელია. დანარჩენებზე არც ღირს საუბარი. ამ ხალხს ძალიან უყვართ საუბარი ცხრა წელზე, თუმცა, ახლა თუ მათ ვკითხავთ, ვერ გაიხსენებენ შემთხვევას, როცა საკრებულოს წევრს საკრებულოს შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს აგონიაა და ძალიან მალე ძალიან მძიმედ დაასრულებენ”, _ ამბობს მანჯგალაძე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved