ჩოხატაურის კლინიკა “მედალფას” პედიატრი ვახტანგ გაჩეჩილაძე დღეს თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს.
საყვარელ ექიმს, ყველა ჩოხატაურელის გულშემატკივარსა და მეგობარს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
“სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის ჩვენი თანამშრომლობა და ეს არ იყო მარტო კოლეგიალობა, ეს იყო უდიდესი მეგობრობა, გულშემატკივრობა, ჭირისა და ლხინის გაზიარება, ოჯახის წევრობა და ასე მოვედით დღემდე…. ახლა ცრემლები არ გვიშრება და გვიჭირს გააზრება ,რომ მარადისობაში გადაინაცვლა. ის დაგვაკლდება არა მარტო ჩვენ , არამედ უთვალავ ადამიანს… დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქიდან მოყავდათ მასთან ბავშვები და ეს ნდობა არ იყო იოლი მოსაპოვებელი..მისი ნიჭით, გამოცდილებით, სწორი მიდგომებით , იუმორით შეზავებული გულისხმიერი და თბილი დამოკიდებულებით მალე იქცა ყველასთვის საყვარელ ვახო ექიმად, . ის დაიბადა პედიატრად, მას უყვარდა პროფესია და პატარებთან ერთიერთობა, ბოლომდე არ უღალატია მრწამსისთვის და იდგა იქ სიცოცხლის ბოლომდე სადაც უნდა მდგარიყო. უთვალავი ადამიანის გულში დაიდო თბილი ბინა, ზღვა სიკეთე და სიყვარული. ეს არ არის დასასრული… ეს სიცოცხლის გაგრძელებაა. შეხვედრამდე მეგობარო”;
“ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს,კოლეგებს, მთელ ჩოხატაურს….ჩვენ ყველასგან განსხვავებული ვახო გვყავდა,ჭკვიანი, ნამდვილი ექიმი, ენერგიით და სიცოცხლის დაუშრეტელი ჟინით სავსე, ბოლომდე იბრძოდა ამ სიციცხლისთვის, მისი ვერ მოსწრებული მომავლისთვის…მაგრამ ვერაგია სიკვდილი, ვერ გასაძლები….მენანები……მშვიდობით მეგობარო”…
“დღეს გამოვეთხოვეთ ჩვენს ვახო ექიმს, ჩვენს დიდ იმედსა და ნუგეშს”;
“მშვიდობით, ვახო ექიმო, ჩვენ კი არა, ჩვენს შვილებსაც არასდროს დაავიწყდებით”;
“ნათელი დაუმკვიდროს უფალმა ჩვენს ვახოს”;
“მთელი ცხოვრების მანძილზე თან დამყვება მისი იუმორი,შემოძახილი და მეგობრობა.დიდი გულისტკივილით უსამძიმრებ ოჯახს,ახლობლებს,კოლეგებს და ჩემს ჩოხატაურს……საუკუნოდ იყოს ხსენება ვახო ექიმის სულის”…