საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეწყალების საკითხთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს. როგორც მარგველაშვლი აცხადებს, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მის მიმართ პირდაპირი პროპაგანდა მიმდინარეობს.
,,ეს არ არის შავი პიარი, ეს არის პროპაგანდა. როგორ უნდა შევაფასოთ ჩემ მიერ შეწყალება? ამის მაგალითი იყო ის შპარგალკა, რომლიც თქვენს ეთერში გამოჩნდა. სამი კვირაა ღიად ვითხოვ, რომ ეს სტატისტიკა მომაწოდონ, რომ ანლიზი გავაკეთოთ, რომელი დანაშაული მეორდება, რა არის უფრო საშიში. მე მინდა, საზოგადოება ჩავაყენო საქმის კუსრში, რომ ეს სტატისტიკა ჩვენთვის, ჯერჯერობით, არავის მოუწოდებია. მე ვლაპარაკობ იმ სტრუქტურებზე, რომლებმაც შექმნეს ეს სტატისტიკა, ვიღაცებს ჩაუგდეს მესიჯბოქსში და ჩემამდე არ მოტანეს“,_განაცხადა ,,იმედის“ ეთერში მარგველაშვილმა.