ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე, სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისას, ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა კვიტაიშვილმა თხემლნარი- ბაკურის ტერიტორიაზე, საყანე ფართობებემდე მისასვლელი გზის პრობლემა გააჟღერა და პრობლემის მოსაგვარებლად დახმარების თხოვნით სხდომაზე მყოფ მერის პირველ მოადგილეს ბიძინა იმნაიშვილს მიმართა.
„მალე მოსავლის აღების პერიოდი დაიწყება. უამრავლჯერ დავაყენე საკითხი და იქნებ წერტილოვნად მაინც მოხერხდეს თხემლნარი-ბაკურის გზის მოწესრიგება. წერტილოვნად, იქ სადაც გაუვალი ადგილებია, აღარ ვითხოვთ უკვე მთლიანი გზის შერემონტებას და მოწესრიგებას. ძალიან გთხოვთ, თვენახევარი კიდე გვაქვს წინ და იქნებ რამენაირად მოხერხდეს“, _ თქვა კახა კვიტაიშვილმა, რომელიც მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ვადით ეცდება ქალაქის მაჟორიტარის მანდატი მოიპოვოს მმართველი გუნდიდან.
ბიძინა იმნაიშვილის თქმით, საკითხზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა – „ერთად ვმსჯელობდით ამ საკითხზე და იცით დღეს რა მდგომარეობაცაა იცით თქვენ, ვეძებთ ყველა გზას. ეს არამარტო წინა საარჩევნოდ, საერთოდ გასაკეთებელია, დიდი ხანია ვმუშაობთ ამ საკითხზე, თქვენც ხართ ამაში ჩართული“.
[sexy_author_bio]