“გურია ნიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ გუშინ დაკავებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით მჟავანაძე გათავისუფლებულია.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოში ჩატარებული პროცესის შემდეგ ის გაათავისუფლეს.
“ჩემი კოლეგის, გოჩა შარაშენიძის დაკავებას ვუწევდი წინააღმდეგებობას. აი, ამაზე მდებენ ბრალს, არადა, მინდა ვთქვა, რომ უკანონოდ დამაპატიმრეს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიცია და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, კანონის დარღვევით ასიამოვნონ მას.“ – გვითხრა დავით მჟავანაძემ.
მჟავანაძის თქმით, შემდეგი პროცესი 6 დეკემბერს ჩაინიშნა.
[sexy_author_bio]