ლანჩხუთის ახლადშეკრებილი საკრებულოს პირველ სხდომაზე მმართველ გუნდს ოპოზიციიდან კრიტიკისა და საყვედურის მოსმენა მოუხდა.
კრიტიკის მიზეზი ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცება იყო.
ამ საკითხზე ჯერ საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება ენმ-ის სახემ ირმა მგელაძემ დააფიქსირა.
“25 ნოემბრის სხდომაზე ჩემი თანაპარტიელის კახა ასკურავას პროტესტი დადგმულ სპექტაკლად შეაფასეთ, მაგრამ დადგმული ისაა, რაც ახლა ამ დარბაზში ხდება და ღმერთმა ხელი.
მოგიმართოთ, კახას გულისწყრომა კი აბსოლუტურად გულწრფელი იყო. თქვენ ახალი მოწვევის საკრებულოს ყველა წევრს წაგვართვით ლეგიტიმური უფლება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაგვემტკიცებინა”, _ თქვა მგელაძემ. ამავე საკითხზე კრიტიკული იყო ჯუმბერ ბლაგიძეც, რომელმაც მმართველი გუნდის კონტრარგუმენტებს დემაგოგია უწოდა.
აღნიშნული თემის განვრცობას საკმაოდ ხმამაღალი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა “ოცნების” წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის.
[sexy_author_bio]