“ეს არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, ღია და დაუფარავი ძალადობა, ამ აგრესიას მათში სიმართლის მოსმენის შიში იწვევს.
მოძალადეების ნაცვლად, ე.წ. “სამართალდამცავებმა” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. მოვითხოვთ, მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოსთვის! რაც უფრო ამაზრზენ ფორმებს მიიღებს “რუსული ოცნების” მიერ ორგანიზებული ძალადობა, ამაზე ქართული საზოგადოების პასუხი უფრო მწვავე იქნება.
“ქართული ოცნების” რუსული რეჟიმი აუცილებლად დასრულდება, საქართველო გაიმარჯვებს და გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!”_ აღნიშნულ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს გლდანში განვითარებული მოვლენების შემდეგ.
ინფორმაციისთვის, დღეს დაპირისპირება მოხდა თბილისის საკრებულოში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი ეძგვერაძე სცემეს.
ოპოზიციური პარტია მომხდარს პოლიტიკური საქმიანობის, პოლიტიკური განცხადებებისა და კრიტიკული აზრის მიუღებლობის გამო მომხდარ თავდასხმას უწოდებს. მოგვიანებით კი გლდანში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა პოლიციელებთან.