”ეს არის ერთი ნაბიჯი ავღანეთის ომის პოლიტიკური და მშვიდობიანი მოგვარებისკენ”,_ ასე გამოეხმაურა ნატოს ხელმძღვანელი ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს ყველა მოკავშირე მტკიცედ უჭერს მხარს სამშვიდობო პროცესს და დასძინა, რომ მათ სურთ უფრო მეტი პროგრესი იხილონ “პოლიტიკური საგზაო რუკისა და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ”.
ავღანეთის მთავრობამ და თალიბებმა ოთხშაბათს დაადასტურეს, რომ შეთანხმდნენ ინტრა-ავღანეთის მოლაპარაკებების პროცედურაზე.































































