ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერი თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტს ეწვია, სადაც ის სტუდენტების შეკითხვებს პასუხობს.
სტუდენტები ანგელა მერკელს რამდენჯერმე კითხეს, რატომ არ იყენებს ის სიტყვა ოკუპაციას ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებზე საუბრისას, რაზეც განაცხადა, რომ ეს არის ოკუპაცია და სწორედ ასეთია მისი პასუხი.
„ეს არის ოკუპაცია და ეს არის ჩემი პასუხიც. ეს რეგიონები არის ოკუპირებული, დაკავებულია ტერიტორიის 20%, ამასთან ერთად ეს რჩება ძალიან უხეშ დიდი უსამართლობად”, _ განაცხადა კანცლერმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს 23 აგვისტოს ეწვია. მერკელი ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდა. დღეს კი გერმანიის კანცლერი სოფელ ოძისში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო.
მან ევროკავშირის სადამკვირებლო მისიისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო და ჭოგრიტით საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორია დაათვალიერა.