რამდენიმე წუთის წინ დასრულდა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას გამოკითხვა თბილისის მთავარ პროკურატურაში.
როგორც მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, საგამოძიებო ორგანო იძულებული გახდა სისხლის სამართლის საქმე აღეძრა იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ რომლებმაც აქციიდან პარლამენტის დეპუტატი გაიტაცეს და ამას განრიდება უწოდეს.
“ყველა მოძალადეს, რომელიც შს სამინისტროში მაღალ თანამდებოობას იკავებს, პოლიტიკურად ასევე სამართლებრივად ეს ყველაფერი ძვირად დაუჯდება. გამოძიებას ყველაფერი დეტალურად მოვახსენე, თუ ვინ იღებდა მონაწილეობას ადამიანების გატაცებაში. გახარიათი დაწყებული მისი მოადგილით დასრულებული.
ამ ადამიანებმა სასამართლოსა და პროკურატურაში უნდა დაამტკიცონ, რა დავაშავე მე, რასაც ვერ დაამტკიცებენ, რადგან ჩემი მხრიდან მართლსაწინაარმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი არ არსებობს. ადამიანი გაიტაცო და ამას მერე განრიდება დაარქვა წარმოუდგენელია.
თუ ჩვენ საკუთარი თავი ვერ დავიცავით, რიგით ადამიანს ვერ დავიცავთ. ეს არის პირველი გამარჯვება, როცა პროკურატურა იძულებული გახდა სისხლის სამართლის საქმე აღეძრა ამ ფაქტზე, უახლოეს მომამავლში აქ უნდა დადგეს რიგი ყველა შს მაღალჩინოსნის”– აღნიშნა ნიკა მელიამ.