დღეს ჩოხატაურში, პრო-რუსულმა ორგანიზაცია ალტ-ინფომ ოფისი გახსნა. როგორც “გურია ნიუსს” უთხრეს, ოფისის გახსნას გარდა მათ მიერვე მოწვეული რამდენიმე მხარდამჭერისა არავინ დასწრებია. უფრო მეტიც, სად იხსნებოდა ალტ-ინფოს ოფისი ჩოხატაურში, არავინ იცოდა.
როგორც გაირკვა, ალტ-ინფომ რუსთაველის ქუჩის 2 ნომერში დაიდო ბინა, მაგრამ ადგილზე მისულებს იქ არავინ დაგვხვდა. არც ორგანიზაციის ლოგო “ამშვენებს” ოფისს.
ალტ-ინფოს მიერ ჩოხატაურში ოფისის გახსნის თაობაზე “გურია ნიუსთან” კომენტარი გააკეთა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ბაჩო ახალაძემ.
“ალტ-ინფოს ოფისების გახსნა საქრთველოს მასშტაბით და მათ შორის, ჩოხატაურში, არის ქვეყნის სირცხვილი. მსგავსი ოფისების გახსნა ემსახურება რუსულ ინტერესებს. მსგავსი ქმედება ყოვლად დაუშვებელია, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც საზოგადოების დამოკიდებულება რუსული ნარატივის მიმართ, ჯერ კიდევ არ არის მდგრადი!!! წარმოუდენელია ჩვენს მუნიციპალიტეტში აღნიშნული მოღალატეობრივი ჯგუფების არსებობა და მიმაჩნია, რომ არა მმართველი ძალის კეთილგანწყობა პრორუსული დაჯგუფების მიმართ, ისინი ოფისის გახსნას ვერ შეძლებდნენ”.