“ხალხის წინაშე ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია და ხალხის ასე დამცირება არ შეიძლება”,- აღნიშნული განცხადება გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან გააკეთა. ბოკერიას თქმით, პროტესტი პარლამენტის წინ გაგრძელდება.
“ეს არის რადიკალური პროტესტი და კიდევ უფრო გამწვავდება მდგომარეობა დღეს. ის რაღაც სიტყვები რომ ხალხი შეაშინოს აქვს ივანიშვილის პროპაგანდას, მაგრამ ყველა რისკზე რაც დამოკიდებულია რადიკალიზმთან წავიდა თვითონ ივანიშვილი და არა საზოგადოება. საზოგადოებას უნდა ნორმალური არჩევნების ჩატარება”, _ განაცხადა ბოკერიამ.