უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა სახელწოდებით – „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“!
აქცია ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმდინარეობდა.
რუსთაველის გამზირზე, შეკრებილნი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. აქციაზე იმყოფებოდნენ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები.