ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ყაზაიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„არ შემეძლო ეს რომ არ დამეწერა. მინდა ყველას მოგმართოთ იმ გულანთებულ პატრიოტ ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომლებმაც საკუთარ მხრებზე თვითეული მოქალაქის, ყველა ჩვენგანის საკეთებელი საქმე იტვირთეს. მე ბოდიშს ვუხდი მათ, რომ საშინელი ძალმომრეობის პირისპირ დგომასთან, ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად ზოგიერთი ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარების წაკითხვაც უწევთ.
უამრავი ნაცნობი, მეგობარი, მათი შვილი, შვილიშვილი, ჩემი ყოფილი და ამჟამინდელი მოსწავლე დგას დღეს მაქ… წარმოუდგენელია მათზე ასეთი შეუსაბამო სიტყვებით წეროთ.
ეს არის საუკეთესო, პროგრესულად მოაზროვნე, წინსვლაზე ორიენტირებული ადამიანები, რომლებიც უკეთესი მომავლის სურვილმა გააერთიანა. თუმცა მავანნი ცდილობენ “გააშავონ” ისინი ჩვენს თვალში, ქმნიან ყალბ ფოტო-ვიდეო მასალას აქციების თემაზე… ამიტომაც გთხოვთ, თავი შევიკავოთ, თუ მხარში არ დაუდგებით, სიძულვილის ენას მაინც ნუ გამოიყენებთ. ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.“ – წერს ნანა ყაზაიშვილი ფეისბუქზე.