ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მექსიკის საზღვართან 5200 სამხედროს გზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება მიგრანტების გამო მიიღეს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვედრას უკანონოდ ცდილობენ.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიგრანტებს მოუწოდებს, ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად სამართლებრივი პროცესის გავლით შევიდნენ.
„გაბრუნდით უკან და გაიარეთ სამართლებრივი პროცესი ჩამოსასვლელად. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ჯარი დაგხვდებათ“_აცხადებს ტრამპი.
როგორც ცნობილია, ტრამპმა საზღვარზე სამხედროები აპრილშიც გაგზავნა.
მაუწყებლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტი არ არის, რომელმაც საზღვარზე სამხედრო ძალას გზავნის.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საზღვრის დასაცავად 1200 ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი გაგზავნა, ხოლო პრეზიდენტმა ბუშმა 6000.
ორივე განლაგება დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა.